ბუნების სილამაზე
მსოფლიო სავსეა საიდუმლოებითა და გამოცანებით, ბუნება თავის მხრივ ამ პროცესში იღებს მონაწილეობას და ხშირად საოცარ სიურპრიზებს გვთავაზობს. არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ წარმატებული ფოტოსურათების უმრავლესობა ხშირ შემთხვევაში ეჭვს იწვევს მის რეალურობასთან დაკავშირებით.
ბუნება — მატერიალური სამყარო, მსოფლიო,
მთელი
მატერია
და ენერგია მის საწყის
ფორმაში,
მეცნიერული
შესწავლის
ძირითადი
საგანი.
ტერმინი
ხშირად
გამოიყენება ადამიანის არსებობის ბუნებრივი გარემოს მნიშვნელობით (ყველაფერი
რაც
ჩვენს
ირგვლივ
გვაკრავს,
ადამიანის
ხელით
შექმნილის
გარდა).
ბუნების ლათინური
ეკვივალენტი
natura მნიშვნელობით ენათესავება "დაბადებას",
მაშინ
როდესაც
ბერძნული
φύσις (ფიზის) უკავშირდება "ზრდას".
ბუნების
სპექტრი
მოიცავს
ყველაფერს
უნივერსალურიდან სუბატომურამდე. მასში შედის
ყველაფერი
ცხოველური,
მცენარეული
და
მინერალური;
ყველა
ნატურალური
რესურსი
და
მოვლენა
(ქარიშხალი, ჭექა-ქუხილი, მიწისძვრა და მისთ.).
ის
ასევე
მოიცავს
ცხოველურ
არსებათა
ქცევასაც
და
უსულო
საგნებთან
დაკავშირებულ
პროცესებსაც
- თუ რა სახით
იცვლება
ეს
საგნები.
მწერალს სტივენ ფრაის კომენტარით,
თუ ირგვლივ მიმოვიხედავთ, ნებისმიერი სიუშნოვე ჩვენს ირგვლივ
ადამიანის ხელით არის
შექმნილი; ეს არგუმენტი
ხელს უწყობს საყოველთაოდ
გავრცელებულ აზრს იმაზე,
რომ ბუნება განუსაზღვრელად
ლამაზია. ის ფაქტი,
რომ ბუნების სილამაზე ადამიანის ხელოვნების აღმაფრენის უდიდესი წყარო იყო
ოდითგანვე კიდევ უფრო
აძლიერებს ბუნებასა და სილამაზეს
შორის ასოციაციას. ამ აზრს
იზიარებს მრავალი მეცნიერიც; ფრანგ მათემატიკოს, ჟულს ანრი პოანკარეს(1854-1912)
უთქვამს:
"მეცნიერი
ბუნებას არ სწავლობს
რადგან ეს მისთვის
სასარგებლოა; მეცნიერი ბუნებას სწავლობს რადგან ის
აღაფრთოვანებს მას, ის აღფთოვანებულია
მით, რადგან ის
ლამაზია. ბუნება ლამაზი
რომ არ იყოს
ის შესწავლის ღირსი არ
იქნებოდა, და ბუნება
შესწავლის ღირსი რომ
არ იყოს, სიცოცხლე
ცხოვრების ღირსი არ
იქნებოდა. რა თქმა
უნდა მე არ
ვგულისხმობ სილამაზეს, რომელიც ჩვენს გრძნობებზე
მოქმედებს - შემადგენლობისა და გარეგნობის
სილამაზე; არც ამგვარი
სილამაზის დაკნინება მსურს, თუმცა
მას არავითარი კავშირი აქვს მეცნიერებასთან;
მე ვგულისხმობ სილამაზეს, რომელიც მოდის ბუნების
შემადგენელ ნაწილთა შორის ჰარმონიული
წესრიგისგან, და რომლის
შეცნობა წმინდა შემეცნებას
ძალუძს".
.წელიწადის ყველა დრო მომხიბვლელია და ალბათ განსაკუთრებულად ვერცერთ მათგანს ვერ გამოვყოფთ, რადგან ყველას მისი ხიბლი აქვს. ვერავინ დაარღვევს წელიწადის დროების ცვლილებას, როდესაც ჯერ ყველაფერი იბადება,
შემდეგ იზრდება, მერე კი ნელნელა ქრება.
გაზაფხული,ზაფხული,შემოდგომა
,ზამთარი,ისევ გაზაფხული...
გაზაფხულია ყველაფრის დასაბამი. გაზაფხულზე
იღვიძებს ბუნება, იწყება სი-ცოცხლე. გაზაფხულს მოჰყვება მზიანი დღეები და სითბო.
ასე უნდა ვთქვათ, ასეა ოდითგანვე ნათქვამი, თორემ თვითონ გაზაფხული მოჰყვება მზეს,
მზიდან მოდის სითბოც და ალერსიც. «მზე დედაა ჩვენიო», ხალხური ლექსი ამბობს. ჩვენ,
ყველანი, მზის შვილები ვართ, მზის სითბო გვათბობს, გვკვებავს და გვზრდის. მზე
განაგებს მონაცვლეობას დროისას და თანაც მუდამ ზუსტად და შეუმცდარად.გაზაფხული-
ყველაზე მშვენიერი წელიწადის დროთაგან. ქვეყნად არ მეგულება ისეთი ადამიანი,
რომელსაც ეს სეზონი არ უყვარს. ამ დროს ხომ ყველაფერი ასმაგად ლამაზია. იღვიძებს
ბუნება და მასთან ერთად ადამიანები. არე-მარე ივსება ნათელი ფერებით, მზე
სასიამოვნოდ აცხუნებს, ირგვლივ საამური სუნი ტრიალებს და ჩვენ, ადამიანებს, ყნოსვა
უფრო გამძაფრებული გვაქვს. ო, რა სასიამოვნოა ახლად ამოსული აბიბინებული ბალახის
სუნი, მორცხვი იის ნაზი სურნელება, აყვავებული ხეხილი ხომ გათრობს და გატკბობს . გაზაფხულის მოსვლასთან
ერთად ადამიანებიც ლამაზდებიან ,
თვალები უჩვეულოდ უციმციმებთ, ბაგეებზე ნაზი ღიმილი დასთამაშებთ, გუნება-განწყობა
ამაღლებული აქვთ, თავს გრძნობენ ლაღად და მსუბუქად. ცხოვრებას სხვა თვალით
უყურებენ: გულში იმედი ჩნდება, ისახება ახალი მიზნები და იბადება ახალი იდეები.
გულიც სხვაგვარად ფეთქავს, უფრო აჩქარებით, სისხლი გამალებით ჩქეფს . აღარ სურს
ადამიანს სახლში ჯდომა, სამსახურში წასვლა, უნივერსიტეტსა და სკოლაში სიარული,
როცა გარეთ ბუნების ზეიმია, ძნელია გაჩერდე ერთ ადგილას და საქმეს დაუდო გული.
გსურს ველად გაიჭრა, რათა იგრძნო, რომ ბუნების ნაწილი ხარ, მისი განუყოფელი
ნაწილი. რაც უფრო დაშორდები და განუდგები მას, დროთა განმავლობაში მიხვდები: არა
რა ყოფილა შენი ცხოვრება მის გარეშე; თუ კარგად ჩაუკვირდები,
ნათლად დაინახავ:მხოლოდ გაზაფხულის დღეებს შეუძლიათ მთელი წელი გამყოფოთ
ბედნიერებითა და სიყვარულით აღსავსე. ადამიანებს ეხლა, თუნდაც ასეთ ავდრიან
დღეებში, არ გაქვთ მოწყენისა და დადარდიანების უფლება. ამჟამად მხოლოდ დადებითი
ემოციებით, სიყვარულითა და სიხარულით უნდა აივსოთ გული. პრობლემები გაატანეთ ცივ და
მკაცრ ზამთარს. ნუ წაართმევთ თქვენს თავს ბედნიერებას. თქვენ მას იმსახურებთ. და
ბოლოს:
გაიღიმეთ,
ცხოვრება მშვენიერია!!
.ზაფხული – ყველასათვის
სასურველი
და
სასიამოვნო
წელიწადის
დროებიდან.
ამ
დროისადმი
სიყვარულის
ინსტიქტი
სკოლის
ასაკიდანვე
გვიყალიბდება
და
შემიძლია
ვაღიარო,
რომ
ყველაზე
სასიამოვნო
ინსტიქტია
ადამიანის
ბუნებაში!
შესაბამისად,
ჩემთვის
წარმოუდგენელია,
როგორ
შეიძლება
ეს
მშვენიერი
სეზონი
არ
გიყვარდეს. თუმცა
აღმოჩნდა,
რომ
ყველა
ასე
არ
ფიქრობს!
ხშირად
მსმენია,
რომ
“ჩვენ
შემოდგომა
და
გაზაფხული
არ
გვაქვს”,
“უფ,
ეს
საშინელი
სიცხე”
ან
“ეს
აუტანელი
სიცივე!”
… როგორც ირკვევა, ზომიერება
არც
ჩვენს
საზოგადოებას
ახასიათებს
და
არც
ამინდს
ჩვენს
ქვეყანაში!ერთი სიტყვით, შესაძლოა, სიცხემ თავი მოგვაბეზროს, მაგრამ ზაფხული, არც მეტი არც ნაკლები, მაინც დასვენებასთან ასოცირდება!ზაფხული, მხიარულებისა და საინტერესო თავგადასავლების დროა .
შემოდგომა წელიწადის ყველაზე ბარაქიანი დროა:მწიფდება ხილი,იკრიფება რთველი,დუღდება თათარა,კეთდება უგემრიელესი ჩურჩხელები.სოფლებში გლეხები მოსავალს ჟრიამულითა და მამაპაპური ,,ჰარალოს’’ შეძახილით იღებენ.ბუნებაში ფერთა საოცარი სიმრავლეა,თვალს ვერ მოსწყვეტ… ტყეში ყვითელ-წითელი ფოთლების ხალიჩაა დაგებული,სად აღარ შეხვდებით ქამას,მანჭევალას … დასამშვიდობებლად გამზადებული ჩიტებიც კი,თითქოს ჩვენს გუნება-განწყობაზე ზრუნავენ,საოცარი გალობით გვატკბობენ,რა სჯობს ბუნებაში დასვენებას ამ დროს …. სკოლაში კი მეცადინეობა დიდი შემართებით მიმდინარეობს, ამიტომ ურიგოა გაკვეთილების გაცდენა,თუმცა ამ სილამაძის უყურადღებოდ დატოვებაც გულსაწყვეტია, ამიტომ გადავწყვიტეთ საკლასო ოთახში მოგვეწყო ბარაქიანი შემოდგომის იმიტაცია.ბავშვებმა თავიანთი ხელებით დაკრეფილი ხილი,ფერად-ფერადი ფოთლები მოიტანეს და თავიანთი პატარა ხელებით საშემოდგომო განწყობით გააწყვეს.ბებიებმა ჩურჩხელები,ბაბუებმა კი ახალდაწურული მაჭარი გამოგვიგზავნეს და მხიარული განწყობაც შეიქმნა,აი სწორედ ისეთი მოსავლის აღების დროს რომ აქვთ ხოლმე სოფლებში,ფუსფუსა მოხუცებს
ზამთარი გამორჩეული დროა ყველა დროისაგან. თეთრი ფაფუკი თოვლი,
გამჭვირვალე ლოლოები, მოფარფატე ფიფქები, ულამაზესი სანახაობაა თოვლში ჩაფლული
სოფლები, დათოვლილი მთები.
ზამთარი ფერიაა, როცა მისი დრო მოვა მოფარფატდებიან ფიფქები არემარეს გაანათებენ, გაალამაზებენ, შემოდგომისაგან ყურებჩამოყრილ ტყესა და მდელოს შეღებავენ, გააყუჩებენ, ადამიანები ბუნების ამ სილამაზით ტკბებიან, ნეტარებისაგან ბუნება დუმდება და თოვლის ჩურჩულს უსმენს. მიყვარს როცა ბუნება იღვიძებს დილით ზამთრის საბნის ქვეშ, შემიძლია ამ სურათს საათობით ვუცქირო, ამ დროს მხოლოდ ზამთრის მორევში ვეშვები, ვუყურებ მის სილამაზეს და სუფთა ჰაერს ხარბად ვისუნთქავ ფილტვებში.
ყოველთვის ზამთარი რომ იყოს არ მომწყინდება, ფაფუკი თოვლი ზამთრის ყვავილია, ნაძვებზე მიმოფანტული ეს ყვავილები ბუნების კიდევ ერთერთი ანგელოზია.
ზამთარი ფერიაა, როცა მისი დრო მოვა მოფარფატდებიან ფიფქები არემარეს გაანათებენ, გაალამაზებენ, შემოდგომისაგან ყურებჩამოყრილ ტყესა და მდელოს შეღებავენ, გააყუჩებენ, ადამიანები ბუნების ამ სილამაზით ტკბებიან, ნეტარებისაგან ბუნება დუმდება და თოვლის ჩურჩულს უსმენს. მიყვარს როცა ბუნება იღვიძებს დილით ზამთრის საბნის ქვეშ, შემიძლია ამ სურათს საათობით ვუცქირო, ამ დროს მხოლოდ ზამთრის მორევში ვეშვები, ვუყურებ მის სილამაზეს და სუფთა ჰაერს ხარბად ვისუნთქავ ფილტვებში.
ყოველთვის ზამთარი რომ იყოს არ მომწყინდება, ფაფუკი თოვლი ზამთრის ყვავილია, ნაძვებზე მიმოფანტული ეს ყვავილები ბუნების კიდევ ერთერთი ანგელოზია.
იწამე სინათლის ნამდვილი ფერები,სად
ეძებ სამშობლოს ,რა ღმერთი გიწყრება.
იქ სადაც სივრცეებს ვერ სწვდება ხელები,სამშობლო მთებიდან,მთებიდან იწყება.
სარტყელად ნაჭედი,ციხედ და ვარაყად,სად უფალს,შენი ხმა ადვილად მიწვდება,
იქ სადაც ჯიხვები შემდგარან
ამაყად, სამშობლო მთებიდან,მთებიდან იწყება.